მიმდინარე წლის მარტში, ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა გასულ ხუთ წელში, თავისი პირველი მუსიკალური ტური, “Eras Tour” დაიწყო. 3 საათიანი კონცერტებზე, ტეილორი 10 სტუდიური ალბომიდან, ჯამში 44 სიმღერას ასრულებს და ამ გზით, როგორც ტურის სახელწოდება მიუთითებს, მუსიკალურ ერებში მოგზაურობს.

“Eras Tour” თავდაპირველად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დამტკიცდა და სულ 52 კონცერტი გააერთიანა, თუმცა ცნობილი ბიზნეს და მუსიკალური გამოცემები არ ერიდებოდნენ მასშტაბური პროგნოზების გაკეთებას. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, ”ბილბორდი” აღნიშნავდა, რომ Eras Tour ტეილორის კარიერაში ყველაზე წარმატებული და მაღალშემოსავლიანი პროექტი იქნებოდა, თუმცა ტურის დაწყების შემდეგ, პროგნოზებმა შინაარსი იცვალა და ახლა უკვე ცნობილ გამოცემებში ვკითხულობთ, რომ სვიფტმა შესაძლოა არა მხოლოდ თავის, არამედ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის არაერთი რეკორდი მოხსნას და მილიარდერის სტატუსიც დაიმსახუროს.

ბიზნეს გამოცემა Forbes-მა, ტურის დაწყებიდან, ერთ თვეში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორი სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ Eras ტურმა ტეილორს შესაძლოა 500 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე ქონება მოუტანოს. “ექსპერტებმა დეკემბერში მითხრეს, რომ 52 კონცერტით, ტურის შემოსავალი 620 მილიონ დოლარს მიაღწევდა, საიდანაც ტეილორს 500 მილიონი დოლარი დარჩებოდა.. ამ კვირაში ექსპერტები კვლავაც იგივე აზრზე რჩებიან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ტეილორს მეტიც გამომუშავებაც შეუძლია,” – ვკითხულობთ “ფორბსის” სტატიაში.

სვიფტის წარმატებას ასევე გამოეხმაურა Bloomberg. ახალ სტატიაში გამოცემის ჟურნალისტი ხაზს უსვამს თუ რამდენად მაღალია ბილეთებზე მოთხოვნა და შესაბამისად, რა გზის გავლა უწევს მსენელს ტურზე მოსახვედრად.

რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა Ticketmaster-ზე, სადაც 14 მილიონი ადამიანი ცდილობდა ტურის ბილეთის შეძენას. გადასაყიდ საიტებზე, როგორებიცაა StubHub და SeatGeek, ერთი ბილეთის ღირებულებამ 1000 დოლარს მიაღწია, ხოლო სოციალურ მედიაში, იქნება ეს Facebook ჯგუფები თუ Twitter-ის პროფილები, რომლებიც სპეციალურად ტურის ბილეთების შესაძენად და გასაყიდად შეიქმნა, პოსტებზე 2000 პასუხიც კი ფიქსირდება.

ცოტა ხნის წინ, ტეილორმა ტურის პირველი საერთაშორისო თარიღები დაასახელა. აშშ-ის მერე, პოპ ვარსკვლავი მექსიკას, არგენტინას და ბრაზილიას ეწვევა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლათინური ამერიკის შემდეგ, სვიფტი ევროპასა და აზიაშიც გამართავს კონცერტებს.

Tags :