თბილისში მსოფლიო მოდის ინდუსტრიის დიდი ბრენდის – EMPORIO ARMANI-ის მაღაზია იხსნება. ეს საქართველოში EMPORIO ARMANI-ის პირველი მონობრენდული მაღაზიაა. თბილისის მომხმარებელი EMPORIO ARMANI-ს კარგად იცნობს მულტიბრენდული მაღაზია NEW TREND-იდან. Მონობრენდული მაღაზიის გახსნა კი იმას ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში მხოლოდ EMPORIO ARMANI-ის სრული და უახლესი კოლექცია დაგვხვდება.

წლების განმავლობაში ARMANI-ის მოდის სახლმა რამდენიმე ბრენდი შექმნა. EMPORIO ARMANI მათ შორის ერთ-ერთი ძლიერი ხაზია, რომელიც დახვეწილი იტალიური სტილით, ხელწერით, ხარისხითა და ისტორიით გამოირჩევა. ბრენდის მაღაზიებს მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის სავაჭრო ქუჩებზე ვხვდებით. საქართველოში მისი მონობრენდის გახსნა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია – გარდა ადგილობრივი ბაზრის მსოფლიო ინდუსტრიასთან დაახლოებისა, პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში და შოპინგ-ტურიზმის ფორმირებასაც განაპირობებს.

საქართველოში ARMANI Group-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია NABU, რომელსაც მოდის სახლთან თანამშრომლობის ოცი წელი აკავშირებს. თანამშრომლობის ეს ისტორია თავისთავად არის სანდოობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ფაქტორი. ჩვენს მკითხველს კომპანია NABU და მისი პროექტები წარსულშიც არაერთხელ გავაცანით. ეს არის კომპანია, რომლის მფლობელობაშია NEW TREND Department Store – მაღალი მოდის სახლების პირველი მულტიბრენდული მაღაზია საქართველოში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ NEW TREND-ის მულტიბრენდულ სივრცეში იყო წარმოდგენილი მსოფლიო მოდის სამყაროს გავლენიანი ბრენდების კოლექციები, მათ შორის – EMPORIO ARMANI.

NABU-ს სახელთან ასევე დაკავშირებულია ARMANI Group-ის კიდევ ერთი ბრენდის – Armani Exchange-ის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა, რომლის პირველი მაღაზია 2016 წელს გაიხსნა. Armani Exchange კონგლომერატის ყველაზე ხელმისაწვდომი და ახალგაზრდული პროექტია. დღეისთვის საქართველოში ბრენდის სამი მაღაზია დიდი წარმატებით ოპერირებს – ორი თბილისში და ერთი – ბათუმში.

ახლო მომავალში, NABU კომპანიის სწრაფ ზრდას, ახალი ფრანჩიზების ბაზარზე შემოტანას და ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანი თარიღი 25 აპრილია, როცა თბილისში EMPORIO ARMANI გაიხსნება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა კოლექციებისა, გავლენიანი მოდის სახლები მომხმარებელს შესაბამის გარემოს და შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებასაც სთავაზობს, რაც ინტერიერის დიზაინის ყოველ დეტალში აისახება. ერთი წლის განმავლობაში ARMANI-მ განაახლა EMPORIO ARMANI-ის მაღაზიების ინტერიერის კონცეფცია. ამ კონცეფციის სივრცე მსოფლიოში მხოლოდ ერთეულებია და თბილისი სწორედ მათ რიგებში შევიდა.

EMPORIO ARMANI-ის მაღაზია ილია ჭავჭავაძის გამზირის 48 ნომერში, 500 კვადრატული მეტრის სამსართულიან სივრცეში განთავსდება. როგორც კომპანია NABU-ს წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სივრცის ფასადი და ინტერიერი თავად ჯორჯო არმანიმ, ARMANI Group-ის არქიტექტორთა გუნდთან ერთად, სპეციალურად თბილისისთვის დააპროექტა. რაც შეეხება სელექციას, ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უახლესი და სრული კოლექციები.

EMPORIO ARMANI თბილისში საგანგებო ღონისძიებით გაიხსნება. პროექტის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად იტალიის საელჩოს წარმომადგენლობაც დაესწრება.