Factory Tbilisi – კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის უნიკალურ სივრცეში განთავსებული ხელოვნების, მოდისა და კულტურის ცენტრი – რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებას, Culture Week Tbilisi-ს უმასპინძლებს. “თბილისის კულტურის კვირეული” 9-12 მაისს გაიმართება და თავს მოუყრის ნიჭიერ შემოქმედებით ადამიანებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან.

ქვეყანაში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ წელს, “თბილისის კულტურის კვირეული” ევროპის დღეებს ეძღვნება და მიზნად ისახავს ქართული ისტორიისა და ხელოვნების საერთასორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. 

ღონისძიებაზე დასასწრებად და გასაშუქებლად თბილისს 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი ეწვევა, მათ შორის ისეთი ცნობილი და გავლენიანი მედია გამოცემების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Guardian, Forbes USA, Washington Post, Madame Figaro და ა.შ. რაც შეეხება მონაწილე ხელოვანებს, მათ რიგებში არიან: მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები, კინორეჟისორები, ფოტოგრაფები… ჯამში, 30-ზე მეტი ქართველი და საერთაშორისო არტისტი წარადგენს თავის შემოქმედებას 4 დღის განმავლობაში.

იხილეთ 2024 წლის “თბილისის კულტურის კვირეულზე” დაგეგმილი ღონისძიების განრიგი: