ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკ ჰაიეკმა განაცხადა, “რუსეთი ჩვენი გაყიდვების მხოლოდ 1% შეადგენს. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს ოქროს წყარო რუსეთში… გამომდინარე აქედან, Swatch Group-ში, ჩვენ არ ველით დარტყმას. შესაძლოა, დროებით, უბრალოდ ფასებმა მოიმატოს.” Swatch Group საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე ყველაზე დიდი პოპულარობით Tissot სარგებლობს – შედარებით დაბალფასიანი და ხელმისაწვდომი საათების მწარმოებელი Swatch Group -ის ბრენდების კატალოგიდან. ნიკ ჰაიეკის თქმით, ეს გვაჩვენებს, რომ რუსეთში Swatch Group-ის მომხმარებლები მხოლოდ ოლიგარქები არ არიან.