“ჩვენ უკვე გვყავს ერთი ფერადკანიანი მოდელი“ – პასუხი, რომელიც, წლების განმავლობაში, დიზაინერების და ქასთინგ დირექტორების მხრიდან, ფერადკანიანი მოდელების უარყოფის ერთადერთი არგუმენტი იყო.
მაღალი მოდის სამშობლო ევროპაშია. დღემდე თანამედროვე მოდას ძირითადად კვლავ ევროპა განსაზღვრავს. შესაბამისად ტენდენციებიც ყოველთვის ლონდონში, მილანსა და პარიზში დგინდებოდა. მათი კლიენტებიც ძველად, მდიდარი, გავლენიანი, თეთრკანიანი ქალები იყვნენ. შესაბამისად, რა კონტიგენტზეც იყო გათვლილი კოლექციები, პოდიუმზე და კამპანიებშიც მსგავს მოდელებს წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ მოდა მჭიდრო კავშირშია არსებულ კულტურასთან და პოლიტიკასთან.
“შავკანიანი მოდელის ისტორია – კონკრეტულად მოდაში – ეს არის შავკანიანი ადამიანის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში,”
– ჟურნალისტი და ავტორი მარსელას რეინოლდსი.
ვოგის ახალი დოკუმენტური სერიები სწორედ შავკანიანი მოდელების ისტორიას გვიყვება. ეპიზოდები რეინოლდსის პოპულარული წიგნის, Supreme Models: Iconic Black Women Who Revolutionized Fashion-ის მიხედვით არის გადაღებული.
დოკუმენტურ სერიებში მონაწილეობენ ლეგენდარული შავკანიანი სუპერმოდელები, Iman და Pat Cleveland, აგრეთვე ახალი თაობის ტოპ მოდელები – Joan Smalls, Cindy Bruna, ვოგის რედაქტორები – Anna Wintour და Edward Enninful.
ახალი დოკუმენტური სერიები განთავსებულია Youtube-ზე: