სიახლეს არ წარმოადგენს, რომ წლების განმავლობაში, Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე მოხვედრა, ყველა ახალგაზრდა მოდელისთვის მთავარი კარიერული მიზანი იყო. სხვა ცნობილი მოდის სახლებისგან განსხვავებით, სადაც მთავარი აქცენტი კოლექციებსა და დიზაინერის ვარსკვლავურ სტატუსზეა გადატანილი, Victoria’s Secret ის ერთადერთი ცნობილი ბრენდია, რომლის ყურადღების ცენტრშიც, არა ბრენდის შემოქმედებითი და აღმასრულებელი გუნდი, არამედ – მოდელები არიან. ჩვენებამდე და მის შემდეგ, ინტერვიუები, მარკეტინგული აქტივობები, ტელევიზია, თუ სოციალური ქსელები, Victoria’s Secret-ის სახელით, საერთაშორისო აუდიტორიას ბრენდის მოდელები ესაუბრებიან და არა დიზაინერები, ეს ყოველივე კი, დამწყები სახეებისთვის მნიშვნელოვანი კარიერული ტრამპლინი ხდება.
გასულ 30 წელში, Victoria’s Secret-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისოდ ცნობილი მოდელების კარიერულ წინსვლაში. ამ სტატიაში გთავაზობთ სუპერმოდელების სადებიუტო გამოსვლებს Victoria’s Secret-ის ჩვენებებზე:
1999 წელი – ადრიანა ლიმას დებიუტი


1997 წელი – ჰაიდი კლუმის დებიუტი

2000 წელი – ალესანდრა ამბროსიოს დებიუტი


1996 წელი – ტაირა ბენქსის დებიუტი

1999 წელი – ჟიზელ ბუნდჩენის დებიუტი


2007 წელი – ქენდის სვანეპოლის დებიუტი

2005 წელი – დაუცენ კრუსის დებიუტი


2011 წელი – კარლი კლოსის დებიუტი

2015 წელი – ჯიჯი ჰადიდის დებიუტი


2016 წელი – ბელა ჰადიდის დებიუტი
