კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდმა ახალი კამპანიიდან პირველი კადრები გაავრცელა.

Skims-ის ახალი კამპანიის სახეებად Victoria’s Secret-ის ლეგენდარული ანგელოზები შეირჩნენ: ტაირა ბენქსი, ჰაიდი კლუმი, ალესანდრა ამბროსიო და ქენდის სვანეფული.

მიუხედავად იმისა, რომ სუპერმოდელებს Victoria’s Secret-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდათ, Skims-ის კამპანია მათი პირველი საერთო გადაღებაა.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ კარდაშიანის ბრენდი ცნობილ მოდელთან თამაშრომლობს. გასულ წელს, Skims-ის სახე ქეით მოსი გახდა.