პრადას ვარსკვლავური სახეების რიგებს ჰოლივუდის კიდევ ერთი აღიარებული ფიგურა შეუერთდა. ბრენდის ჩანთების ცნობილი ხაზის Prada Galleria-ს ახალ კამპანიაში სკარლეტ იოჰანსონს ვხედავთ. იტალიურმა მოდის სახლმა ეს პოპულარული აქსესუარი პირველად 2007 წელს წარადგინა, მაშინ, როდესაც სკარლეტი ჯერ კიდევ კინო სამყაროს ახალგაზრდა ამაღელვებელი ვარსკვლავი იყო.

კამპანია, რომელიც ვიზუალურმა არტისტმა Alex Da Corte-მ გადაიღო, ფერადოვნებით გამოირჩევა და შთაგონებულია გასული საუკუნის პოპ-არტის მიმდინარეობით.

ახალი სარეკლამო კამპანია :

პრადასთან თანამშრომლობის დაწყება მსახიობმა კანის კინოფესტივალზეც აღნიშნა. სკარლეტმა, როგორც წითელ ხალიჩაზე, აგრეთვე პრესასთან სპეციალურ შეხვედრაზე, პრადას კოლექციები მოირგო.