გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ HBO Max ადრეული 2000-იანი წლების საკულტო სერიალის, ‘Sex and the City’-ის ახალ ნაწილს, ‘And Just Like That’ -ს იღებდა. ისტორიის გაგრძელება კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ ვითარდება – ქერი ბრედშოუს, მირანდას და შარლოტს, კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. რაც შეეხება სამანტა ჯონსის პერსონაჟს, ის სერიალის ახალ ნაწილში არ გამოჩნდება, რადგან მსახიობმა კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
რამდენიმე საათის წინ, HBO Max -ზე, ‘Sex and the City’-ის ახალი ნაწილის 50 წამიანი ტრეილერი გამოქვეყნდა. პრემიერა 9 დეკემბერს შედგება.