კოსმეტიკური გიგანტი, რომელსაც ფრანგული კომპანია LVMH ფლობს, რუსეთს ემშვიდობება. მაღაზიების დროებით დახურვის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ LVMH „სეფორას“ რუსულ ბიზნესს ადგილობრივ კომპანიას მიჰყიდის. ამ გზით, „სეფორას“ ბრენდი რუსეთს დატოვებს, თუმცა ადგილობრივ პერსონალს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს. Sephora რუსეთში 88 მაღაზიით იყო წარმოდგენილი და ჯამში 1200 ადამიანს ასაქმებდა.




მომავალში, „სეფორას“ მაგივრად ადგილობრივი კოსმეტიკური მაღაზია “Ile de Beaute“ გაიხსნება. “ეს გონივრულოად ჟღერს, დასავლური კომპანიები ადგილობრივ პერსონალს სამუდამოდ ვერ შეინახავენ, თუ რუსეთში ოპერაციები არ აღდგება,” – ამბობს Sanford C Berstein-ის ანალიტიკოსი ლუკა სოლკა.
„სეფორა“ LVMH-ის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბრენდია, ლუი ვიტონის შემდეგ.