
სელენა და ჰეილი საერთაშორისო პრესის ჰედლაინებში კიდევ ერთხელ მოხვდნენ, თუმცა ამჯერად, არა პირადი დრამებით.
ჰეილი ბიბერის ბრენდი Rhode ტუჩის მოვლისათვის განკუთვნილ ახალ პროდუქტს უშვებს. Passionfruit Jelly Peptide Lip Treatment – ამ სახელწოდებითა და ტროპიკული ნაზავით, ბრენდი გვპირდება, რომ ახალი პროდუქტი ტკბილი ხილის შეხებას მოგვაგონებს. ფორმულა გაჟღენთილია შიის კარაქით, რაც იცავს ტუჩებს გამოშრობისგან. ახალი პროდუქტი გაყიდვაში 7 აპრილს გამოვა, თუმცა მანამდე მისი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია Rhode-ის ოფიციალურ საიტზე, ღირებულება კი, 16 დოლარს შეადგენს.


ახალი ტუჩის ზეთი წარადგინა სელენა გომეზის ბრენდმაც – Rare Beauty. ტუჩის ზეთების შემთხვევაში, ზოგი ზედმეტი წებოვნებით გამოირჩევა, ზოგიც კი, სიმძიმით, რაც მათ ტარებას უსიამოვნოს ხდის. სელენას ბრენდი გვპირდება, რომ ახალი The Soft Pinch Tinted Lip Oil ამ პრობლემებს გადაჭრის. „მინდოდა შემექმნა ტუჩის პროდუქტი, რომელსაც ისეთივე ეფექტი ექნებოდა ტუჩებზე, როგორიც Soft Pinch Liquid Blush-ს აქვს ლოყებისთვის“ – აღნიშნა გომეზმა. მოგეხსენებათ, რომ Rare Beauty-ის ბლაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ბრენდის კატალოგში.


The Soft Pinch Tinted Lip Oil გაყიდვაში დღეს გამოვიდა, ის უკვე ხელმისაწვდომია ბრენდის ოფიციალურ საიტზე, ღირებულება კი, 20 დოლარს შეადგენს.