მუსიკალური ფესტივალები დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ გამორჩეული არტისტების შემოქმედებით ტკბობის ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა სანახაობის მთავარი კომპონენტია, თანამედროვე ფესტივალების დასამახსოვრებელ განწყობასა და იდენტობას თეატრალური, ქორეოგრაფიული თუ მოდური ელემენტების ერთობლიობა ქმნის.

სიგიჟედ შესაძლოა მოგეჩვენოთ, მაგრამ ქეით მოსის 2005 წლის ლუქი, „გლასთანბერის“ ფესტივალიდან, მოდის ინდუსტრიის ტენდენციებს დღემდე შთააგონებს. საფესტივალო სტილის მნიშვნელობა მოდაში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმჩნეოდა, თუმცა მასობრივი ხასიათი 2010-იან წლებში მიიღო.

დღესდღეისობით, ფესტივალები მსოფლიოს გარშემო მრავლად იმართება და გვაძლევს შესაძლებლობას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც მოვწყდეთ ქაოტურ რეალობას, მოვირგოთ ლუქები, რომლებიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს შინაგან განწყობას და ვისიამოვნოთ გემოვნებიანი სანახაობით. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ რაც უფრო იზრდება და პოპულარული ხდება საფესტივალო კულტურა, მით უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს საფესტივალო მოდაც. ამიტომ ლუქის შეხამებისას არსებული ტენდენციების გათვალისწინებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. იყო დრო, როდესაც მუქი ფერები და დრამატული ფორმები ფესტივალისთვის შესაფერის უნიფორმად ითვლებოდა, თუმცა მომენტის ტრენდები ამ ყველაფრის საპირისპიროა. ახალგაზრდა თაობა უფრო მეტი სითამამითა და ბზინვარებით გამოირჩევა. მათი ინტერესის სფერო პოპ-კულტურაა, სტილის კერპი კი, ჰარი სტაილსი, რომელიც გასულ წელს თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ყველაზე გახმაურებული ფესტივალის, „ქოაჩელას“ ჰედლაინერადაც მოგვევლინა.

ფერადი კოლექციებით, ტრენდული აქსესუარებითა და პოპ-კულტურის რეფერენსებით, Bershka ერთ-ერთი ის ბრენდია, სადაც ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელია საფესტივალო Outfit -ის შერჩევა. განვიხილოთ „ბერშკას“ ეს კონკრეტული ლუქი Tbilisi Open Air-ის 2023 წლის ფესტივალიდან, ერთი მხრივ, ღია ხაკისფერი ტოპი და შარვალი, რომელიც საკმარისად კომფორტულია სანახაობებისგან დატვირთული დღისთვის, ხოლო მეორე მხრივ ვერცხლისფერი სამკაულები, სათვალე, ჩანთა და ჩექმა, ერთიანობაში დაბალანსებულ მოდურ ლუქს ქმნის.

მოდელი: ანასტასია ვანიშვილი / ფოტოგრაფი: ანრი შარაშენიძე.

განვიხილავთ რა ხაკისფერ ტანისამოსს, ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ხაკისფერი იდეალურია ბოჰემური სტილისთვის, რომელიც თავის მხრივ, კვლავაც საკმაოდ ტრენდულია საფესტივალო ესთეტიკაში. ასე მაგალითად, Pull&Bear-ის ლუქი, რომელიც Tbilisi Open Air-ზე მოდელ თამარა გოგოლაძეს ეცვა. მოგეხსენებათ, რომ Pull&Bear გამოირჩევა პრაქტიკული და თანამედროვე კოლექციებით. მათი შთაგონების მთავარი წყარო უახლესი ტენდენციები და ახალგაზრდული კულტურაა.

მოდელი: თამარა გოგოლაძე / ფოტოგრაფი: ანრი შარაშენიძე.

Stradivarius-ის თეთრი სეტისა და ე.წ. „კავბოის“ ფეხსაცმლის ეს კომბინაცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საფესტივალო სტილი რთული წარმოსადგენია „კავბოის“ ჩექმების გარეშე. ეს ისეთი დეტალია, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის და ამასთან ერთად, აქვს ძალა ერთი შეხედვით ფესტივალისთვის ზედმეტად ფემინური და დახვეწილი ლუქი მომენტალურად გარდაქმნას ენერგიულ და მოდურ განაცხადად.

მოდელი: არინოლა / ფოტოგრაფი: ანრი შარაშენიძე.

დაუვიწყარი მომენტებისა და ლუქის სრულყოფაში კი, საბოლოო ნაბიჯი რა თქმა უნდა მაკიაჟია. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ისეთი სერიალების გავლენით, როგორიცაა Euphoria, მკვეთრი მაკიაჟი მთავარ ტრენდად იქცა. თუ თვალის მკვეთრი, ფერადი და გეომეტრიული მაკიაჟი გსურთ, ანდაც გლითერებისა და პიგმენტების გამოყენებით ექსპერიმენტული ლუქის შექმნა დაისახეთ მიზნად,მაგრამ თქვენი ყოველდღიურობისთვის ეს ყველაფერი ზედმეტი გეჩვენებათ, ფესტივალი სწორედ ის დროა, როცა საკუთარ კრეატიულობას გასაქანი უნდა მისცეთ.

ფოტოგრაფი: ანრი შარაშენიძე / ვიზაჟისტი: ეკატერინე ჩანჩიბაძე.

როცა საუბარია მრავალფეროვან, ხარისხიან და ამავდროულად ხელმისაწვდომ მაკიაჟზე, რა თქმა უნდა ერთ-ერთი პირველი KIKO Milano გვახსენდება. ეს არის ბრენდი, რომლის ყველა კოლექციაშიც განსაკუთრებული სადღესასწაულო ხასიათი ვლინდება, როგორც ტექსტურებში, აგრეთვე ფერებში და ფორმებში.