ავთენტური დიზაინერული კოლექციების შეძენისგან მომხმარებელთა უმეტესობა ხშირად თავს იკავებს. მიუხედავად ხარისხისა და უნიკალური დიზაინისადმი ინტერესისა, ამ ბრენდების მაღალი ფასი არის მიზეზი, რის გამოც ბევრი არჩევანს სწრაფ მოდაზე აკეთებს.
თუმცა ამ სტატიაში გაგაცნობთ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ბრენდების ცნობილი მოდელები დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ. და თუ თქვენთვის სამოსი მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკით არ შემოიფარგლება და მას მოდის ისტორიისა და ხელშესახები მემკვიდრეობის ნაწილად აღიქვამთ, მაშინ YOOX სწორედ ის პლატფორმაა, სადაც შოპინგის ახალ გამოცდილებას აღმოაჩენთ.

YOOX ერთ-ერთ წამყვან ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს მოდისა და დიზაინის მიმართულებით. ის 2000 წელს მილანში დაარსდა და მალევე იქცა სივრცედ, სადაც ავთენტურ დიზაინერულ ნივთებზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 2015 წელს Yoox გაერთიანდა ბრიტანულ მოდის გიგანტთან Net-a-Porter-თან. შედეგადაც შეიქმნა ერთიანი ჯგუფი – Yoox Net-a-Porter Group (YNAP), რომელიც მაშინვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს როგორც წინა სეზონების საარქივო კოლექციებს, ასევე ახალ მოდელებსა და კაპსულა კოლექციებს. YOOX-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ფასდაკლებების სისტემაა – მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ცნობილი ბრენდების ნივთები 30-80%-ით იაფად, ვიდრე ამას თავად ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში შეძლებდნენ. სწორედ ეს ხდის YOOX-ს განსაკუთრებით საინტერესო საშოპინგო სივრცედ მათთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს სტილი და ავთენტურობა, თუმცა ამავდროულად გააკეთოს ფინანსურად გონივრული არჩევანი.
რაც ყველაზე საინტერესოა, YOOX მომხმარებლებს ფასდაკლებებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიაზე, ხოლო განსაკუთრებულ დღეებში შესაძლებელია კონკრეტულ ბრენდებზე ან სექციებზე 80%-მდე შემცირებული ფასებიც კი დაგხვდეთ. YOOX-ზე შოპინგი კიდევ უფრო ხელსაყრელია Mastercard-ის ბარათით, რომელიც ერთგულ მომხმარებლებს დამატებით ფასდაკლებებსა და სპეციალურ აქციებს სთავაზობს.

YOOX განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პლატფორმაზე განთავსებული ნივთების სელექციას. პროდუქცია ისეა ორგანიზებული და დაყოფილი კატეგორიებად, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივდეს სასურველი ნივთის მოძიება. YOOX-ზე არ დაგხვდებათ ქაოსური კატალოგები, ძიების სისტემა კი შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვროთ ძებნის პარამეტრები. პლატფორმაზე წარმოდგენილია როგორც ქალების და მამაკაცების, ასევე ბავშვებისათვის განკუთვნილი კოლექციები. აქ ასევე შეხვდებით ინტერიერისთვის განკუთვნილ ექსკლუზიურ ნივთებს.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა თავიდანვე გააზრებული კონცეფციით შეიქმნა. YOOX არის არა უბრალოდ ონლაინ მაღაზია, არამედ მოდის ინტერაქციული არქივი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ უნიკალური დიზაინერული ნივთები. თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, YOOX უფრო მეტად არის სივრცე აღმოჩენებისთვის, ვიდრე სტანდარტული შოპინგის პლატფორმა.

YOOX-ს ასევე ხშირად მოიხსენიებენ მდგრადი მოდის ერთ-ერთ მოწინავე მხარდამჭერად. საარქივო მოდელების გაყიდვით, ის ხელს უწყობს სამოსის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებას და გადაჭარბებული წარმოების შემცირებას. დაბალი ფასებით კი მაღალი მოდის ბრენდებთან წვდომას მრავალფეროვან აუდიტორიას აძლევს. პლატფორმა ასევე აქტიურად თანამშრომლობს არტისტებთან და დიზაინერებთან სპეციალური პროექტებისთვის.
როგორც უკვე ვახსენეთ, Mastercard-ის პარტნიორობით YOOX მომხმარებლებს დამატებითი შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შესაძლებელია Mastercard-ის ნებისმიერი ტიპის ბარათით. შეთავაზებით სარგებლობა მარტივია: ბარათის მფლობელი უნდა ეწვიოს მითითებულ ბმულს, შეიყვანოს თავისი ელფოსტის მისამართი და მიიღებს პრომო კოდს, რომელსაც ხუთჯერ გამოიყენებს. შემდეგ, შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა დარეგისტრირება ან უკვე არსებული ანგარიშით სისტემაში შესვლა, გადახდის დროს კი უნიკალური კოდის შეყვანა.
შეთავაზება ვრცელდება ონლაინ შეკვეთებზე გლობალურად, გარდა რუსეთისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა. შეთავაზებების დეტალურად გასაცნობად, ეწვიეთ ვებ გვერდს – Mastercard.com.ge.