
მოდის სახლებსა და ახალგაზრდა დიზაინერებს შორის თანამშრომლობის ხანგრძლივობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ხანმოკლე ხდება. 24 აპრილს, დადასტურდა სიახლე, რომ ფრანგი დიზაინერი Charles de Vilmorin, მხოლოდ ორი წლის შემდეგ, Rochas -ს ტოვებს.
ახალგაზრდა დიზაინერი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. გადაწყვეტილება საკმაოდ უჩვეულო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩარლზმა საკუთარი ბრენდი 2020 წლის აპრილში შექმნა. Rochas -ში კრეატიული დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, მას დამოუკიდებლად მხოლოდ ერთი კოლექცია ჰქონდა წარდგენილი. სიახლემ, ბრენდს და გამოუცდელ დიზაინერს შორის თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით, თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება დაიმსახურა.



Rochas -ის მიერ ახლადგავრცელებულ განცხადებაში, დიზაინერის ბრენდიდან წასვლის მიზეზები არ სახელდება, მოდის სახლი უბრალოდ აცხადებს, რომ 2023 წლის 31 მარტს, დასრულდა კონტრაქტი ახალგაზრდა დიზაინერთან. მინიშნება იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ბრენდში უკვე ოფიციალურად ვაკანტური შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა, ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.