ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა მერლინ მონროს ლეგენდარული კაბის დაზიანების საკითხი. გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელიც მოიცავდა ფოტოებსაც, ვიგებდით, რომ მას შემდეგ, რაც რეალითი შოუს ვარსკვლავმა კაბა მეტ გალაზე მოირგო, ეს უკანასკნელი დაზიანდა. კიმის მიმართ კრიტიკა არა მხოლოდ მონროს გულშემატკივრებმა არამედ კოსტიუმების ლეგენდარულმა დიზაინერებმაც გააჟღერეს.

რობერტ რიფლის სახელობის მუზეუმის საგამომცემლო და სალიცენზიო სამსახურის ვიცე პრეზიდენტმა, ამანდა ჯოინერმა სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კარდაშიანს კაბა არ დაუზიანებია. აღსანიშნავია, რომ ამანდა თავადაც იმყოფებოდა მეტ გალაზე და მისი მოვალეობა სწორედ კაბის მეთვალყურეობა იყო.

საკულტო კაბა “Happy Birthday, Mr President” სახელითაა ცნობილი. მონრომ ის 1962 წელს, პრეზიდენტ ჯონ კენედისთვის დაბადების დღის მისალოცად მოირგო. დღევანდელი გადმოსახედიდან, არავინ კამათობს, რომ სწორედ მონრომ ჩაუყარა საფუძველი ხორცისფერი, სხეულზე გამოყვანილი, ე.წ. “Naked Dress”-ის ტრენდს, რომლის პოპულარობაც კლების მაგივრად იმატებს.