რიკ ოუენსი და Dr. Martens კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, ამერიკელმა დიზაინერმა საკულტო ფეხსაცმლის ორი მოდელი წარმოადგინა – Dr. Martens 1460 და 1918.

გოთური ესთეტიკითა და მოდისადმი რადიკალური მიდგომით სახელგანთქმულმა ოუენსმა განახლებული მოდელებისთვის შავი და ღია ნაცრისფერ ტონალობები შეარჩია.

ახალი მოდელები გაყიდვაში 14 ოქტომბერს გამოვიდა, მათი ღირებულება 370 – 750 დოლარს შეადგენს.