2023 წლის Superbowl-ის შესახებ ინტერნეტში საუბარი არ წყდება. რიანას ფენომენი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, თუმცა აჟიოტაჟი მომღერლის მეორე ორსულობის სიახლის გავრცელებამაც გამოიწვია. ზოგი იმასაც აღნიშნავს, რომ რიანასგან მეტს მოელოდნენ, თუმცა, რაც მთავარია, ხალხი რიანაზე საუბრობს.

რიანა Superbowl-ზე / getty

როდესაც საქმე რიანას ეხება, გვერდს მის ჩაცმულობას ვერ ავუვლით. ბოლო დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტილის ხატის არჩევანი სცენაზე „ალაია“ და „ლუევე“ გახდა, წითელ მონოქრომულ ლუქს მან MM6 Maison Margiela x Salomon-ის სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა. ეს არჩევანი მოულოდნელი მხოლოდ მაყურებლებისთვის და რიანას ფანებისთვის არ აღმოჩნდა, როგორც ჩანს, Salomon-ში არ იცოდნენ, რომ რიანა მათ ფეხსაცმელს სცენაზე ჩაიცვამდა. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი ონლაინ 360 დოლარადაა ხელმისაწვდომი. პერფორმანსის შემდეგ, ერთ ღამეში, Salomon-ის პოპულარობა საძიებო სისტემებში 4000%-ით გაიზარდა. კერძოდ, მომხმარებლები “Cross Low” სნიკერებს ეძებდნენ, რომელიც რიანას ეცვა.

MM6 Maison Margiela x Salomon “Cross Low”

Salomon, ფრანგული სპორტული სამოსის ბრენდი, წლებია ცდილობს დაიმკვიდროს თავი სნიკერჰედებს შორის, თუმცა ახლა შესაძლოა ეს მათთვის ყველაზე მოულოდნელი გზით მოხდეს.