გრემის მფლობელი მუსიკოსი, რიანა ლას-ვეგასში F1 Grand Prix-ზე იმყოფებოდა. ვარსკვლავს Balenciaga-ს უახლესი კოლექცია ამშვენებდა, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, დემნამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, გასულ თვეში წარადგინა.
რიანას ლუქმა მოდის პრესის ყურადღება მომენტალურად დაიმსახურა, თუმცა ამჯერად, განსაკუთრებით განხილვადი აღმოჩნდა ბარბადოსელი ვარსკვლავის არა ტანისამოსი, არამედ სამკაული.

რიანას ბრენდ Jacob & Co.-ის ფეხის სამაჯური საათი ეკეთა, რომელიც ერთი შეხედვითაც კი, ზედმეტად თვალშისაცემი და მდიდრული იყო ფეხის აქსესუარის კვალობაზე. როგორც ცნობილი გახდა, ბრილიანტის საათი 400,000 ამერიკული დოლარი ღირს.