
12 თებერვალს, ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის ჩემპიონატის ფინალი, Super Bowl გაიმართა, რომელზეც ინტერნეტში საუბარი არ წყდება. გაზვიადებული არ იქნება, თუ დავწერთ, რომ ამის მთავარი მიზეზი ე.წ. შუალედური შოუა, რომელიც მატჩებს შორის იმართება. წელს დასამახსოვრებელი სანახაობა რიანამ შექმნა. ბარბადოსელი ვარსკვლავი სცენაზე დაახლოებით შვიდი წელია არ გამოჩენილა, რაც შოუს მიმართ მღელვარებას თავისთავად ზრდიდა, თუმცა რიანამ მაყურებელს მოულოდნელი სიურპრიზიც გაუკეთა და წარმოდგენის მსვლელობისას მეორე ბავშვზე ორსულობა გაამჟღავნა.

13 წუთიან წარმოდგენაზე, ბარბადოსელმა თავისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა, მათ შორის: Diamonds, We Found Love, Umbrella და ა.შ. თუმცა მუსიკასთან ერთად,რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებდა მისი ვიზუალიც. ამ სტატიაში, გთავაზობთ ინფორმაციას რიანას Beauty ლუქის შესახებ, რომელიც ვარსკვლავის კოსმეტიკური ბრენდის, Fenty Beauty-ის პროდუქტებისგან შეიქმნა.
რიანას ამშვენებდა: ტონალური კრემი – “Pro Filt’r Soft Matte Longwear Foundation” (ფასი: 39 დოლარი), “Pro Filt’r Soft Matte Powder Foundation” (39$) და ე.წ. დასაფიქსირებელი პუდრი – “Invisimatte Instant Setting + Blotting Powder” (34$). ლუქის სრულყოფაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წითელმა ტუჩსაცხმა – “Fenty Icon Velvet Liquid Lipstick” (29$).
Fenty Beauty რიანამ 2017 წელს, მოდის უმსხვილეს კონგლომერატთან, LVMH-თან ერთად შექმნა. ბრენდის გამოშვებიდან ერთ თვეში, გაყიდვებმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია. საკმაოდ მოკლე დროში, Fenty Beauty სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპანიად იქცა, რიანა კი, მილიარდერების რიგებს ოფიციალურად შეუერთდა.


2023 წლის Superbowl-ზე, მუსიკოსმა გლობალური ჰიტების შესრულების პარალელურად, თავისი კოსმეტიკური ხაზის რეკლამასაც დაუთმო დრო, რასაც ინტერნეტში არაერთი მიმი მოჰყვა. თუმცა ამასთან ერთად, გავრცელდა სიახლე, რომ შოუს დასრულების შემდეგ, Fenty Beauty-ის ძიების მაჩვენებელი 800%-ზე მეტით გაიზარდა.