
ოტ-კუტიურის აქტუალობა დროთა განმავლობაში გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა მისი მიუწვდომელი არსი კვლავაც ინარჩუნებს მნიშვნელობას. ის საზოგადოებაზე კვლავაც შორიდან ახდენს გავლენას, ფლობა კი, როგორც სხვა ღირებული ხელოვნების ნიმუშების შემთხვევაშია, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
ქუჩის სტილისა და „მარტივი ლუქსის“ ერაში, ოტ-კუტიურისთვის შესაფერის ღონისძიებებად ყველაზე ხშირად პრესტიჟული დაჯილდოებები და კინოფესტივალები გვევლინება. მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, ე.წ. „ოსკარები“ , რომელიც შოუ-ბიზნესის უძველესი დაჯილდოებაა და დღემდე, ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს.
„ოსკარების“ რიგით 95-ე დაჯილდოება 12 მარტს, დოლბის თეატრში გაიმართება. ცერემონიის წითელი ხალიჩა ლოს ანჯელესის დროით, დღის ხუთ საათზე გაიხსნება. სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებზე, წითელი ხალიჩა ყურადღების მიპყრობის ძალიან დიდ შანს იძლევა და მას, ხშირად, არანაკლებ ელიან, ვიდრე უშუალოდ გამარჯვებულების გამოვლენას.
ამ სტატიაში, გთავაზობთ კოლექციებს პარიზის ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის ახალი სეზონიდან, რომლებიც შესაძლოა, 2023 წლის „ოსკარების“ წითელ ხალიჩაზე ვიხილოთ:



Valentino გაზაფხული/ზაფხული 2023



Christian Dior გაზაფხული/ზაფხული 2023



Schiaparelli გაზაფხული/ზაფხული 2023



Jean Paul Gaultier გაზაფხული/ზაფხული 2023



Armani Privé გაზაფხული/ზაფხული 2023



Elie Saab გაზაფხული/ზაფხული 2023


