სიახლის შესახებ ფრანგული მოდის სახლის ოფიციალური გვერდები იუწყებიან. Balenciaga x Rammstein ფლეილისტთან ერთად, ბრენდი შეზღუდული რაოდენობის კაპსულა კოლექციასაც გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს, ბალენსიაგას ახალი მუსიკალური წამოწყების კოლაბორატად მერილინ მენსონი დასახელდა, თუმცა მენსონის და მოდის სახლის საერთო პროექტს დღის სინათლე არ უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, ვარაუდობენ, რომ Balenciaga-მ თანამშრომლობა, მენსონის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო შეწყვიტა.
ბალენსიაგას შემოქმედებითმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ Apple Music – თან თანამშრომლობა 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „გამარჯობა, მე მქვია დემნა“ სახელწოდებით, 181 სიმღერისგან შემდგარი ფლეილისტი გამოაქვეყნა.
„პირველ რელიზს ჩემი საყვარელი მუსიკოსების, ბენდების და პიროვნებების ფლეილისტები მოჰყვება, რომელთა საშუალებითაც თავიანთ პერსონალურ გემოვნებას და გავლენებს წარმოაჩენენ“, აღნიშნა გვასალიამ, როდესაც საკუთარი ფლეილისტი გამოაქვეყნა.