Parity.Org-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, რომელიც ასახელებს კომპანიებს სადაც ქალთა კარიერული განვითარებისთვის ყველაზე ჯანსაღი და თანასწორობაზე დამყარებული სამუშაო გარემოა შექმნილი, მხოლოდ ერთი ბრენდი მოხვდა – Ralph Lauren. “თანასწორობა მმართველ ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის – ჩვენ უნდა შევქმნათ ქალთა ამბიციებზე, კარგად ყოფნასა და თავისუფლებაზე მორგებული პირობები,” – აღნიშნავს რალფ ლორენის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ხელძღვანელი, როზეან ლინჩი.
ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ცნობილი გახდა, რომ Ralph Lauren-ის მმართველი ორგანოს 50% ქალებისგან შედგება. ახალი კვლევის მიხედვით, 2022 წელსაც კი, შესწავლილი კომპანიების მხოლოდ 31%-ში გვხვდება ხელმძღვანელი ორგანო, რომლის ნახევარს, ან მეტს ქალები წარმოადგენენ.