კანის 2023 წლის კინოფესტივალზე, რომელიც 16 მაისს გაიხსნა, ევროპული მოდის სახლები ამჯერადაც ყურადღების ცენტრში არიან. ალბათ არავის გააკვირვებს, რომ წითელ ხალიჩასა თუ კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ სხვა ღონისძიებებში, ფრანგული ბრენდები განსაკუთრებული ძალისხმევით არიან ჩართულნი.

ნატალი პორტმანის დიორის არქივული კაბიდან, სენ ლორანისა და ლუი ვიტონის ამბასადორებამდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგული მოდის ინდუსტრია კანში მთელი თავისი ბრწყინვალებით არის წარმოდგენილი.

ჯულიენ მური ლუი ვიტონის, ხოლო ნატალი პორტმანი დიორის კაბებში

ქეით ბლანშეტი აგრეთვე ლუი ვიტონის კოსტიუმებში

კარლა ბრუნი სელინისა და სენ ლორანის კოლექციებში

სენ ლორანის მამაკაცის კოლექცია

იზაბელ იუპერი და მიშელ იოუ ბალენსიაგას კოლექციებით

კვლავაც ბალენსიაგა

მარიონ კოტიარი და ნაომი ქემბელი შანელის კოსტიუმებში

დუა ლიპა სელინის შავ კაბაში:

ჯენიფერ ლოურენსი და ნატალი პორტმანი დიორის წითელ ლუქებში

კიდევ ერთი წითელი კაბა ლუი ვიტონისგან

კანის კინოფესტივალი 27 მაისამდე გაგრძელდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანგული მოდის სახლები კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ მომენტს შემოგვთაზებენ.