ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, პრადა არა მხოლოდ უბრუნდება ჩვენებების ფიზიკურ ფორმატს, არამედ მომდევნო კოლექციის წარდგენას 2 ქალაქში, მილანსა და შანხაიში, ერთდროულად გეგმავს.

2020 წელს, პანდემიის პარალელურად, ლეგენდარული მოდის სახლის ისტორიაში ახალი თავი დაიწყო, როდესაც ბელგიელი დიზაინერი, რაფ სიმონსი ბრენდის შემოქმედებით თანადირექტორად დასახელდა. მას შემდეგ, Prada ორი საკულტო დიზაინერის მიერ იმართება. გასულ კვირას გავრცელებული სიახლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიური ბრენდის “ორმაგი თამაში” ახალ ეტაპზე გადადის.

“სინქრონული შეხედულებები” – ამ სახელწოდებით მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი ახალ კოლექციას 24 სექტემბერს აჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე შოუს ეყოლება ფიზიკურად წარმოდგენილი აუდიტორია და შანხაის წარმოდგენა არ იქნება მხოლოდ ციფრული გამოცდილება. როგორც ბრენდის წარმომადგენელი მოდის პრესასთან საუბარში განმარტავს, ჩვენებები იქნება იდენტური ყველა მახასიათებლით, მოდელების გარდა.