დიზაინერი, რომელიც ჩვენებას უნესკოს მემკვიდრეობის შენობაში მართავს და პირველ ლუქად მაქმანებიან სამოსს გვთავაზობს, ბრექსითზე, გრეტა თანბერგზე, დონალდ ტრამპზე, ან ბორის ჯონსონზე საუბარს არ აპირებს. ლუევეს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე ყველაფერი ძალიან უმწიკლო, მოკრძალებული და არისტოკრატული იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც ჯონათან ანდერსონის გემოვნებაა.
Loewe გაზაფხული/ზაფხული 2020 – პარიზის მოდის კვირეული



ჯონათანი უკვე რამდენიმე სეზონია რეალობისგან გაქცევას ცდილობს. მისი კოლექციები თანამედროვე მოდაში ესკაპიზმის საუკეთესო გამოვლინებაა. ანდერსონის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის შთაგონებას განსხვავებული ეპოქებიდან, რეალობიდან იღებს და 2019 წელს გვთავაზობს ისეთი ფორმით, რომ ტანსაცმლის ტარებას გვანდომებს. ის როგორღაც ახერხებს ყოველთვის იყოს ჩვენს გონებაში და თანამედროვე მსოფლიოს რეალობას მორგებული მოდის ინდუსტრიის ცენტრში, როცა თვითონ მეჩვიდმეტე საუკუნის ესპანეთშია.



„პოეტური და ისტორიული“ ჯონათანმა ეს სიტყვები გააჟღერა, როცა თავის ახალ ნამუშევარზე საუბრობდა.








ვიდეო: ლუევე 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული
კოლექცია სრულად – LOEWE S/S 2020