ქართველმა დიზაინერმა, დემნამ პარიზში „ბალენსიაგაში“ თავისი რიგით მესამე ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა. 20 წუთიანი ჩვენება ხავერდის კლასიკური შავი ლუქით გაიხსნა, რომელიც კრისტობალ ბალენსიაგას მუზას, 1960-იანი წლების ცნობილ მოდელს, დანიელ სლავიკს ეცვა.

დემნა კუტიურს აღწერს, როგორც ჯერ კიდევ შეუსწავლელ, აღმოუჩენელ შემოქმედებით თავისუფლებას და სილამაზის, ხარისხის უმაღლეს დონეს.

იხილეთ ჩვენება: