2018 წლის ივნისში ედი სლიმანმა ვოგთან საუბრისას აღნიშნა,რომ მოდაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი იმ განსხვავებული ესთეტიკის პოპულარობა იყო, რომელმაც ბოლოდროს პარიზი მოიცვა. 2015 წელს პარიზში Vetements გამოჩნდა, ბალენსიაგაში შემოქმედებითი ხელმძღვანელი შეიცვალა და უეცრად მოდის დედაქალაქში აღარ იმოსებოდნენ ისე, როგორც მაშინ, როცა სლიმანმა Saint Laurent დატოვა. გუშინ ფრანგმა დიზაინერმა სელინის მოდის სახლში მეორე კოლექცია წარადგინა და ეს ზუსტად ის არის, რასაც ვოგთან ინტერვიუს შემდეგ ველოდით, თუმცა პირველი ჩვენებით ვერ მივიღეთ.

მარტივი, ჩაცმადი, პარიზული სტილი ჯინსებზე ამოცმული მაღალყელიანი ჩექმებით, აბრეშუმის ბლუზებით, ყელსახვევებით, მასიური ქურთუკებით და ტვიდის კაბებით, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე ფრანგული ბრენდი გაგახსენოთ, თუმცა მის კრიტიკოსებს მხოლოდ იმაზე აფიქრებს, რომ ამჯერად ედის შემოთავაზება არ არის არასრულწლოვანი როკ’ნ როლ ბავშვებისთვის.

კოლექციის ლინკი