ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს, ფერების სამყაროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია მომავალი წლის მთავარ ფერს ავლენს. Pantone-ის 2022 წლის ფერია მოლურჯო-იისფერი – ძალიან თბილი, ცოცხალი, აქტიური ტონალობა, რომელიც შეიძლება მიიღო ლურჯის და იისფერი წითელის ქვედატონების გაერთიანებით.

Pantone-ის არჩევანი პროგნოზირებადია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ვარსკვლავების და პოლიტიკოსების ჩაცმულობა გასული წლის განმავლობაში. სწორედ იისფერის განსხვავებულ ტონალობებს ვადევნებდით თვალს ბოლო 12 თვე ყველაზე ხშირად.
ქამალა ჰარისი Christopher John Rogers–ის კოსტიუმში

ზენდეია Versace-ს კოსტიუმში

ანია ტეილორ-ჯოი Oscar de la Renta–ს კოსტიუმში

ლედი გაგა Gucci-ის კოსტიუმში

ოლივია როდრიგო David Koma-ს კოსტიუმში
