1990-იანი წლების ამერიკული კინოს სექს-სიმბოლო პამელა ანდერსონი, რომელმაც სახელი საკულტო სერიალში “მაშველებში” მონაწილობით გაითქვა, Proenza Schouler -ის 2024 წლის სარეკლამო კამპანიის სახეა.

სიახლე ამერიკული ყოველდღიური ტანისამოსის ბრენდმა 3 იანვარს გაავრცელა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ლეგენდარული პამელა ქართველი ფოტოგრაფის, დავით გიორგაძის ობიექტივშია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც Netflix-ზე დოკუმენტური ფილმი “Pamela: A Love Story” გამოვიდა, რომელშიც ანდერსონმა პიროვნულ გამოწვევებზე, ტრავმებსა და ჰოლივუდზე ისაუბრა, ინტერნეტში მსახიობის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ფილმმა პამელა ახალი თაობისთვის საინტერესო ვარსკვლავად აქცია. დოკუმენტური ნამუშევრის წარმატების შემდეგ, პამელა ვიხილეთ BOSS-ის ჩვენებაზე, ასევე Heaven by Marc Jacobs-ის კამპანიაში, როგორც WWD-ს, Variety-ს, ჩეხური Vogue-ის, T Magazine-ისა და Dazed Magazine-ის ყდებზე.

აღსანიშნავია მსახიობის იმიჯის ცვლილებაც. პამელა საჯარო გამოჩენებისას უპირატესობას ანიჭებს ბუნებრიობას. გასულ წელს, იგი არაერთი ღონისძიების წითელ ხალიჩას უმაკიაჟოდ ესწრებოდა. მის ამ გადაწყვეტილებას ინტერნეტი და პრესა დადებითად შეხვდა. ბუნებრივად, მაკიაჟის გარეშე ვხედავთ პამელას დავით გიორგაძის ობიექტივშიც

Proenza Schouler -ის 2024 წლის გაზაფხულის სარეკლამო კამპანია: