სამწუხარო სიახლეს ბრენდ Paco Rabanne-ს მფლობელი კომპანია Puig ადასტურებს. პაკო რაბანი ესპანელი კუტიურიე იყო. იგი კოსმოსური ერის ფუტურისტული დიზაინერების რიგებს მიეკუთვნებოდა.
თავდაპირველად, პაკომ მეტალის სამოსით გაითქვა სახელი. მისი სილუეტები და ტექსტურები დროს წინ უსწრებდა. მისმა შემოქმედებამ კი, დიდი გავლენა იქონია ბევრ მნიშვნელოვან დიზაინერზე, მათ შორის იყვნენ: ჯანი ვერსაჩე, თიერი მუგლერი, კლოდ მონტანა და აზადინ ალაია. „ის კუტიურს არ ქმნის. ის ლითონის დამმუშავებელია“ – ამბობდა კოკო შანელი პაკო რაბანის შესახებ. პაკო რაბანის სახელთან ასოცირდება სუნამოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხაზიც.
ლეგენდარული დიზაინერი საფრანგეთში გარდაიცვალა.