პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სტუმრები პაკო რაბანის ჩვენებისთვის შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ ბრენდის ლოიალური მყიდველები, გულშემატკივრები, დიზაინერები ჟან პოლ გოტიე და ნიკოლა ჟესქიერი, ისევე როგორც საერთაშორისო პრესისა და სავაჭრო სივრცეების წარმომადგენლები.

ეს იყო შოუ, რომელსაც პარიზში, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, მწუხარებით ელოდნენ – Paco Rabanne-ის პირველი შოუ პაკო რაბანის გარეშე. ლეგენდარული ესპანელი დიზაინერი 3 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა მის გზას ახალგაზდა ფრანგი – ჟულიენ დოსენა აგრძელებს.

2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე, თითოეულ სტუმარს სკამზე ჟულიენის წერილი დახვდა, რომელშიც იგი მადლობას უხდიდა და პატივს მიაგებდა პაკო რაბანს, მის „უტოპიურ შემოქმედებით მიდგომას“ და „რადიკალურ ჩართულობას“, რომელმაც შეცვალა „ჩვენი შეხედულება სამყაროს შესახებ“. დოსენას პატივისცემა ბრენდის დამფუძნებლისადმი მხოლოდ წერილით არ შემოიფარგლა. ახალგაზრდა დიზაინერმა პოდიუმზე გვაჩვენა კოლექცია, რომელიც შთაგონებული იყო პაკოს რევოლუციური ხედვითა და მიდგომებით. მეტალის და ვერცხლისფერის სიჭარბე პირდაპირ და დაუფარავად ეხმიანება რაბანის შემოქმედებით მემკვიდრეობას.

Paco Rabanne შემოდგომა/ზამთარი 2023

შემოქმედებითი დირექტორი – ჟულიენ დოსენა

ჩვენების ჩანაწერი სრულად: