ანა სუი
ანა სუის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სასცენო კოსტუმების იტალიელი დიზაინერის და ილუსტრატორის, ლილა დე ნობილის შემოქმედებით არის შთაგონებული. ლილას და მაღალი მოდის გზები გასული საუკუნის 40-იან წლებში გადაიკვეთა, როდესაც ისეთი ცნობილი კუტიურიებისთვის ქმნიდა ნახატებს, როგორებიც იყვნენ: ელზა სკიაპარელი, ჟანა ლანვინი და ბალმანი. კოლექციას გამორჩეულად ნათელი, ფემინური და ნოსტალგიურიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ.
Anna Sui 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.
ვიდეო:
ზიმერმანი
ფემინური და ფერადია ზიმერმანის ახალი კოლექციაც, მაგრამ ანა სუისგან განსხვავებით, სილუეტებში და პრინტებში ზაფხული იგრძნობა. კულისებში დიზაინერს თავისი განწყობის ზუსტად გადმოცემა გაუჭირდა, თუმცა მაინც მოახერხა ემოციების გაზიარება, რომელიც ავსტრალიაში სანაპიროებზე გატარებულ ზაფხულის უდარდელ დღეებთან აკავშირებს.
Zimmermann 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.
კოლექცია სრულად – Zimmermann S/S 2020
კაროლინა ერერა
2 სეზონი გავიდა, რაც ლეგენდარული კაროლინა ჰერერა მოდიდან წავიდა. კაროლინამ თავისი სახელობის ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად 32 წლის დიზაინერი, ვეს გორდონი დაასახელა. აღიარებულ ბრენდში მოხვედრას თან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს, რაც კიდევ უფრო იზრდება, როდესაც ბრენდის დამფუძნებელი ცოცხალია და თვალს ადევნებს განვითარებულ მოვლენებს. თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ვალენტინო გარავანისთან ერთად, კაროლინა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან უკვე მესამე სეზონია ვეს გორდონი ამტკიცებს, რომ იდეალური კანდიდატია ერერას ბრენდისთვის.
Carolina Herrera 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.
ვიდეო:
ოსკარ დე ლა რენტა
3 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფერნანდო გარსია და ლაურა კიმი პოულობენ საკუთარ ხედვას ბრენდისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ამერიკელი დიზაინერის სახელს ატარებს. დუეტი დიდ დროს უთმობს მოგზაურობას და სხვადასხვა ქვეყანაში ნანახს ინსპირაციად იყენებს, თუმცა პარადოქსულად, ოსკარის მშობლიური დომინიკელთა რესპუბლიკა კოლექციის შთაგონებად არასდროს გამოუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ გარსიაც დომინიკელია. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის საწყისი სწორედ ეს გახდა.
ვიდეო: