ტრადიციულად, ყოველი წლის დასასრულს, ცნობილი მედია გამოცემები გასული თვეების ანალიზსა და შეფასებას გვთავაზობენ. ბოლო დღეებში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოდ ქაოტური მიმოხილვა The New York Times Styles -მა გამოაქვეყნა. გამოცემამ წლის საუკეთესოდ შემოსილი ადამიანები გამოავლინა.

The New York Times Styles-ის შედგენილი სია ერთდროულად არის რეალისტური, კომიკური და აბსურდულიც. ასე მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს საუკეთესოდ შემოსილ ვარსკვლავთა ერთადერთი ჩამონათვალი, სადაც ბიონსეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ  Yoon Suk Yeol -ს, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს მესამეს, მარგო რობის, მიუჩია პრადას, გვინეტ პელტროუს და მარკ ცუკერბერგს გვერდიგვერდ ნახავთ.

მიჰყევით ლინკს და იხილეთ ნიუ-იორკ ტაიმსის 2023 წლის საუკეთესოდ შემოსილი ადამიანების სია სრულად – NYTimes.com.