სპორტული ტანისამოსის, აქსესუარებისა და ინვენტარის ამერიკული კომპანია 2022 წელს რეკორდული შედეგებით ასრულებს. მიმდინარე კვარტალში, Nike-ის გაყიდვებმა 13.32 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასულ ათწლეულის საუკეთესო შედეგია. დამაჯერებელ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარმა, რომელიც დღემდე რჩება კომპანიისთვის ყველაზე შემოსავლიან რეგიონად. Reuters-ის ინფორმაციით, ფასდაკლებებმა და ჭარბი მარაგების შემცირების წახალისებამ, სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლების ხელახლა გააქტიურება გამოიწვია. რამაც ასევე განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ზრდა გასულ 3 თვეში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Nike-იმ კომერციულ წარმატებას ჩინეთის ბაზრის დასტაბილურების გარეშე მიაღწია. მკაცრი კოვიდ-რეგულაციების, შეზღუდვებისა და საპროტესო აქციების ფონზე, გასულ კვარტალში ჩინეთში კომპანიის გაყიდვები გაზრდის მაგივრად, 3%-ით შემცირდა. თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს, Nike ზრდას გააგრძელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ზემოხსენებულმა სიახლეებმა „ნაიკის“  აქციებზე ფასების 13%-იანი მატება განაპირობა.

Nike-ის ცნობილი ლოგო