სპორტული ტანისამოსის ამერიკულმა კომპანიამ Reuters განუცხადა, რომ რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს. მიმდინარე წლის 3 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 10 დღეში, ნაიკიმ რუსეთის მასშტაბით გაყიდვები დროებით შეაჩერა. დროებითი გადაწყვეტილებიდან 3 თვის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში გაყიდვები აღარ განაახლოს და ბაზარი სრულად დატოვოს.

გასულ კვირებში, იგივე სიახლე გაჟღერდა სხვა გიგანტი კომპანიების მხრიდანაც, როგორებიცაა: McDonald’s, Ikea და Renault.