2021 წლის სექტემბერში, ფილმების სტრიმინგ კომპანია, Netflix -ზე სამხრეთ კორეული სერიალი Squid Game გამოვიდა. გაზვიადებული არ იქნება, თუ დავწერთ, რომ სერიალი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მომენტალურად მოექცა. მასზე საუბრობდა ყველა გავლენიანი საერთაშორისო მედია. ბუნებრივია, რომ სერიალის რეკორდული რეიტინგის შემდეგ, Netflix-მა მეორე სეზონის დამტკიცების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ახლახან, სტრიმინგ სერვისმა Squid Game-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა:

ტრეილერში ვხედავთ, რომ ახალ სეზონში სერიალის პირველი სეზონის მთავარი გმირი – Seong Gi-hun  ბრუნდება, როგორც ერთ-ერთ მოთამაშე. სერიალის ახალი სეზონი Netflix -ზე 26 დეკემბერს გამოვა.