ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, ნაომი ქემბელმა სიახლე მეორე შვილის დაბადების შესახებ, ინსტაგრამზე გაავრცელა. „არასოდეს არის გვიან გახდე დედა.“- წერს ნაომი ინსტაგრამზე. პოსტიდან ვიგებთ ბავშვის სქესს, გოგონას შემდეგ, ქემბელს ბიჭი შეეძინა.

ახალი ფოტო ნაომი ქემბელის ინსტაგრამიდან.

2021 წელს, ნაომი პირველი შვილის დედა გახდა. საზოგადოებისთვის სიახლე იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ინტერნეტში უამრავი ჭორი გავრცელდა. სუროგაცია, თუ შვილად აყვანა? პრესა კითხვებს ხშირად სვამდა. სუპერმოდელმა ბრიტანული ვოგის 2022 წლის მარტის ნომერში, პირველი შვილის დაბადებიდან 9 თვის შემდეგ, აღნიშნა: “არ ამიყვანია – ის ჩემი შვილია.” ნაომიმ სხვა დეტალების გამხელა არ ისურვა.

Vogue (დიდი ბრიტანეთი) – მარტი 2022 / ფოტოგრაფი – სტივენ მეისელი.

პირველი შვილის მსგავსად, ნაომიმ მეორე ბავშვის შესახებაც ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახა. ქემბელი, რომელიც დედა პირველად 50 წლის ასაკში გახდა, ამბობს, რომ თავის მეგობრებს შთააგონებს და ახალისებს გადადგან ეს ნაბიჯი ასაკის მიუხედავად. ”მე მათ ვეუბნები, გააკეთეთ ეს! ნუ დააყოვნებთ!”