2014 წელს, როდესაც Mugler-ის მოდის სახლმა შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე დავით კომახიძე წარადგინა, დავითი ბრიტანული მოდის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მხოლოდ 29 წლის, თუმცა უკვე კარგად ჩამოყალიბებული ხელწერით. კომახიძის გეომეტრიული სიზუსტით შესრულებული სილუეტებები მნახველში აღტაცებას იწვევდა, David Koma-ს ბრენდის გაყიდვები კი, ყოველდღიურად მატულობდა. ამიტომ ფრანგული ბრენდის გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია, მათ შორის არც დავითს.

„არ ვიცი რატომ ამირჩიეს მე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს დღე დადგებოდა. ვიცოდი, რომ მუგლერიდან დამიკავშირდებოდნენ. ასეც მოხდა, დამირეკეს და ეს ჩემთვის ბუნებრივი იყო. მე ბედისწერის მჯერა, ეს უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩენას ჰგავს.“

– დავით კომახიძე.

გარდა იმისა, რომ კომახიძე თავისი თაობის დიზაინერებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ფრანგულ მოდის სახლში კრეატიული დირექტორის პოზიცია დაიკავა, ის აგრეთვე პირველი ქართველი იყო, ვინც მაღალი მოდის ინდუსტრიაში ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა.

დავითმა, Mugler-ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში, სადებიუტო კოლექცია Resort სეზონზე წარადგინა. სწორედ 2015 წლის Resort კოლექციაა ქართველი დიზაინერის პირველი ნამუშევარი მუგლერის მოდის სახლისთვის.


Mugler Resort 2015