ისტორიულად, თავის მოვლისა თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტების გამოყენების იმაზე დიდი კულტურა არსებობს, ვიდრე ისინი კომერციულ სახეს მიიღებდნენ. ათწლეულებთან ერთად, იცვლებოდა არა მარტო სილამაზის სტანდარტები, არამედ საზოგადოების ყოველდღიური საჭიროებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გასულ დეკადებზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები, დიდწილად, მიმართული იყო სხვა სფეროების მიმართ, როგორებიცაა ჯანდაცვა თუ მეცნიერება.
1974 წელს, როდესაც ჯეიმს დაისონს პირველად გაუჩნდა ინტერესი სამრეწველო დიზაინის მიმართ, თავის მოვლისა და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიებში ახალი ერა დაიწყო. რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, დაისონმა შენიშნა, რომ ნივთები, რომელთა მიზანი ჩვენ სილამაზესა და საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა უნდა ყოფილიყო, ნაკლები მზრუნველობითა და სიყვარულით იქმნებოდა. ასე მაგალითად, იმდროინდელი მწარმოებლები ქმნიდნენ თმის მოვლის საშუალებებს, თმასა და სკალპზე ჩატარებული კვლევებისა და ტესტირებების გარეშე. დაისონმა არსებული ზედაპირებული მიდგომების ცვლილება დაისახა მიზნად და თავისი ხედვის ცენტრში ტექნოლოგიური ინოვაციები და მომხმარებლებზე პერსონალიზებული ზრუნვა მოაქცია. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, Dyson ტექნოლოგიებისა და კვლევის წამყვანი გლობალური კომპანიაა, რომელიც საერთაშორისოდ მოთხოვნად და აღიარებულ პროდუქტებს ქმნის, ჯეიმს დაისონი კი, თანამედროვეობის ლეგენდარულ ანტრეპრენერებს შორის საპატიო ადგილს იკავებს.
23 ნოემბერს, „დაისონმა“ ახალი პროდუქტები წარადგინა. ღონისძიებას რუმინეთის დედაქალაქმა, ბუქარესტმა უმასპინძლა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რეგიონზე კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით.
Next Gen Living – სახელწოდებით, „დაისონის“ ღონისძიებამ საერთაშორისო სტუმრები გააერთიანა, მათ შორის საქართველოდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან და ჩეხეთიდან.
„Dyson-ში ჩვენ შევქმენით ისეთი თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ყველანაირი ვარცხნილობის შექმნა ექსტრემალური სიცხის გამოყენების გარეშე. ასევე ჩავაშენეთ პატარა სენსორი, სახელად თერმისტორი, რომელიც ზომავს ჰაერის ნაკადის ტემპერატურას წამში 40-ჯერ, რათა დარწმუნდეს, რომ ის არასოდეს აჭარბებს ნორმას და, შესაბამისად, იცავს თმას ექსტრემალური სიცხისგან.“- აღნიშნა ევა კომას სთოუქსმა – Dyson-ის დიზაინის მთავარმა ინჟინერმა ღონისძიებაზე, მას შემდეგ, რაც განმარტა, რომ გასულ წლებში ჩატარებული ყველა კვლევა გვაჩვენებს ექსტრემალური სიცხის უარყოფით მხარეებზე, როცა საქმე თმის სიჯანსაღესა და ჯანმრთელობას ეხება. სწორედ ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანია ბალანსი და ტემპერატურის ნორმის კონტროლი, რათა თავიდან ავირიდოთ თმის, როგორც გამოშრობა და დამუხტვა, აგრეთვე დანესტიანება.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ყოველთვის, როდესაც სილამაზის ინდუსტრიაში ჩვენს მორიგ შენაძენს ვაკეთებთ, ესთეტიკურ მხარესაც ვაქცევთ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ Dyson-ისთვის პროდუქტის ინჟინერიასა და ტექნოლოგიურ გამართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიზუალური კომპონენტი „დაისონის“ დიზაინერებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ. განსაკუთრებით კი – პროდუქტის არქიტექტურა და ფერი, რომელიც „დაისონის“ ხელწერად იქცა. ღონისძიებაზე ვიხილეთ თმის მოვლის ახალი ხაზი – Ceramic Pop, რომელიც ეკლექტური ფერებით გამოირჩევა.
Dyson-ის თმის მოვლის პროდუქტებმა სილამაზის ინდუსტრიაში რევოლუცია რომ მოახდინა, ამაზე უკვე აღარავინ კამათობს. განსაკუთრებით გასულ წლებში, საუბარი არ წყდება კომპანიის პრემიუმ ხარისხსა და მრავალფუნქციურობაზე, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ „დაისონი” არ ცვლის არსებულ წარმოადგენებსა და მიდგომებს მხოლოდ სილამაზის მიმართულებით. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ბუქარესტში, Next Gen Living ღონისძიებაზე, სადაც კომპანიამ თმის მოვლის საშუალებებთან ერთად, წარმოადგინა საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა: Dyson Submarine სველი წმენდის მტვერსასრუტი, ჰაერის გამწმენდი – Big & Quiet და Dyson Gen 5 უსადენო მტვერსასრუტი.
როდესაც საუბარია სახლის სისუფთავეზე, სასურველი შედეგის მიღწევა, დიდ ძალისხმევასთან და დროსთან ასოცირდება, რამდენადაც, მტვერთან ერთად, სახლის გასუფთავება სხვადასხვა სახის ნამსხვრევების, ლაქებისა თუ სითხეებისგან გვიწევს. ეს კი, თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილისა და ტემპის გათვალისწინებით, დიდ დისკომფორთან არის დაკავშირებული. „დაისონის” ინჟინერებმა, მაღალტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებით, შექმნეს Dyson Gen 5-ის უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც ადვილად აფიქსირებს და ანადგურებს მტვერს.
რაც შეეხება Dyson Submarine-ს, ის აღჭურვილია სველი წმენდის ფუნქციით. რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ის მარტივად აშორებს ნებისმიერ ლაქასა და სითხეს ზედაპირიდან. საყოფაცხოვრებო ნივთებში მიღწეული ინოვაციების შესახებ, სტუმრებს ინფორმაცია Dyson-ის ინჟინერმა, ენდრიუ აიჩისონმა გაგვიზიარა. „Gen 5 აღჭურვილია ჩვენი უახლესი ძრავის ტექნოლოგიით, რომელიც დღესდღეობით, ჩვენს ყველაზე მძლავრ და მოწინავე პროდუქტს უზრუნველყოფს უსადენო ფილტრაციით. Dyson Submarine მტვერსასრუტს შეუძლია თმის ჩახვევის გარეშე გაწმინდოს მყარი ზედაპირი, ჩაშენებული განათების საშუალებით უფრო ადვილად აღმოაჩინოს მტვერი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი და ახალა უკვე სველი წმენდის ტექნოლოგიით გაასუფთავოს ყველაზე რთულად მოსაშორებელი ლაქები.“ – აღნიშნა ენდრიუმ.
იდეალური სისუფთავის მისაღწევად ბოლო ეტაპი რა თქმა უნდა, ჰაერის გაწმენდაა, რომლისთვისაც კომპანია Big & Quiet ჰაერის გამწმენდს გვთავაზობს. კონუსური აეროდინამიკის, დალუქული ფილტრებისა და მძლავრი ჰაერის ცირკულაციის გამოყენებით, Big & Quiet ჰაერის გამწმენდი წმენდს ყველაზე დაბინძრურებულ ჰაერსაც კი.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი პროდუქტების დატესვა იყო. სამ ზონად დაყოფილ სივრცეში, სტუმრებს, კომპანიის საერთაშორისო ამბასადორებთან და პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა თავად გამოგვეცადა ახალი პროდუქცია, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა „დაისონის” უპირატესობები – სიმძლავრე და კომფორტი, რომელიც შეხებისთანავე შესამჩნევია.
2023 წლიდან Dyson უკვე ოფიციალურად არის წარმოდგენილი საქართველოში. როგორც ჩვენი მკითხველისათვის ცნობილია, „დაისონის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ტექნიკის ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა: „ალტა”, „ელიტ ელექტრონიქსი” და არა მარტო. განსაკუთრებით სასიხარული სიახლეს კი, წარმოადგენს ის, რომ 18 ნოემბრიდან Dyson-ს საქართველოში უკვე საკუთარი ბრენდირებული ზონაც აქვს, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, საბურთალოს სითი მოლშიც, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ნივთები, რომელთა შესახებ ყველა საუბრობს