ბიონსეს ახალი მსოფლიო ტურის შესახებ ინტერნეტში საუბარი არ წყდება, ყურადღებას იმსახურებს შოუს ყველა დეტალი, ტრეკლისტიდან კოსტიუმებამდე. როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ტურის კოსტიუმების დიზაინერებს შორისაა დავით კომახიძე, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში იცნობენ David Koma-ს სახელით.
კომახიძემ WWD-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბიონსესთან მუშაობა მარტივი პროცესია, ”ესთეტიკურად ერთმანეთის გვესმის და მე არაერთხელ მიმუშავია მასთან.“ უფრო კონკრეტულად, 14 წელია, რაც ბიონსეს კომახიძის ნამუშევრებში ვხედავთ.
თანამშრომლობის დასაწყისი კი, 2009 წელს ბერლინში, MTV Europe Music Awards-ზე შედგა, როდესაც ვარსკვლავი სცენაზე 25 წლის დამწყები დიზაინერის, დავით კომახიძის კაბით გამოჩნდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კომას მოდის ინდუსტრიის ახალ ყველაზე ამაღელვებელ დიზაინერებს შორის გამორჩეული ადგილი დაეკავებინა.

