მსოფლიო ეკონომიკაში ონლაინ ვაჭრობის მნიშვნელობა შეუჩერებლად იზრდება. 2020 წელს, პანდემიით შექმნილმა რეალობამ, ონლაინ გაყიდვების საჭიროება კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს ყოველივე საინტერესო იდეებისა და კონცეფციების ავტორებისათვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. წელს, ელექტრონული კომერციის ქართულ ბაზარზე, გაჩნდა ახალი შოპინგ აპლიკაცია –  MRKT, იგივე „მარკეტი“. ეს არის აპლიკაცია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ შოპინგის კულტურა საქართველოში მეტ-ნაკლებად ვითარდება, ჩნდება კითხვა – რა განსაკუთრებულ სერვისს გვთავაზობს MRKT

დავიწყოთ იმით, რომ MRKT სოციალური ქსელის ელემენტებით შექმნილი აპლიკაციაა, რომელში რეგისტრაცია, ნივთის ყიდვა, გაყიდვა, თუ უბრალოდ დათვალიერება ძალიან მარტივი  და სწრაფი პროცესია. ძიების მოსახერხებელი სისტემიდან გამომდინარე, აპლიკაცია პროდუქტების, მაღაზიებისა და საინტერესო “სელერების”  აღმოჩენისთვის, საუკეთესო გზამკვლევია. როდესაც ხაზს ვუსვამთ სოციალური ქსელის ელემენტს, სიმარტივესთან და კომფორტთან ერთად, აგრეთვე ვგულისხმობთ ინტერესებზე მორგებულ ფიდებსაც, კონტენტს, რომელსაც ქმნი, წარმოაჩენ საკუთარი ხედვით. ეს მიდგომა კი, ონლაინ გაყიდვების სფეროში დღეს აუცილებელი, თუმცა, საკმაოდ იშვიათია. 

MRKT-ის აპლიკაციაში დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებლებისთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობის მინიჭებას. აპლიკაციის შემოქმედებითი გუნდი კარგად იაზრებს, რომ ონლაინ გაყიდვების ბაზარზე სუსტ წერტილს, ხშირად, სწორედ კონტენტის ესთეტიკური მხარე წარმოადგენს.

რამდენადაც მნიშვნელოვანია ტექნიკური საკითხების გამართვა, იმდენად საყურადღებოა, რომ შოპინგ პლატფორმა იძლეოდეს ინდივიდუალური ხედვის, გემოვნების, ესთეტიკის შექმნის და ჩვენების შესაძლებლობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის აერთიანებს ხელოვნებით, მოდით, დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს, აგრეთვე უნიკალური ნივთების კოლექციონერებს, კრეატორებს და არა მარტო.  აქედან გამომდინარე, MRKT-ის ერთ-ერთ დიდ უპირატესობას წარმოადგენს კომუნა, რომელიც ვიზუალური ესთეტიკის მოყვარული ადამიანებისგან, ბრენდებისგან, მაღაზიებისგან შედგება.

როგორც უკვე ითქვა, MRKT-ის მეშვეობით შესაძლებელია იყიდოთ, ან გაყიდოთ, ნივთი, თუმცა აპლიკაციის “Giveaway” ფუნქცია ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ პროდუქტი თუნდაც გაჩუქდეს.  აპლიკაციაში ამ ფუნქციის ინტეგრირება ინოვაციური და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.

გაჩუქების შესაძლებლობა აპლიკაციის ერთ-ერთი სტრატეგიული უპირატესობაა, რომელიც პროექტს იდეურად განსაკუთრებულს ხდის.

მსოფლიოში მოდის და ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა ინდუსტრიებში,  ჭარბწარმოება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. მეტიც, ნავთობის შემდეგ, მოდა და სილამაზის ინდუსტრია ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს. როგორც არ უნდა შევხედოთ – ეთიკური, ეკოლოგიური თუ რაციონალური კუთხით, ნივთების განადგურება ჩვენი პლანეტის დაბინძურებაა. ეს პრობლემა გადაჭრას საჭიროებს, რომლის ყველაზე სწორი ალტერნატივა  სწორედ გაჩუქების კულტურაა. შესაბამისად, ნივთებისათვის „მეორე სიცოცხლის“ მინიჭების მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ ისახება იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. 

პროექტის იდეაზე საუბრისას, აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმას, რომ MRKT-ის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა ადგილობრივი ბრენდების წახალისება, მათზე ცნობადობის ამაღლება და კომერციულ წარმატებაში დახმარებაა. სწორედ ამის გამოძახილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახალი კაფსულა  კოლექცია, რომელიც MRKT – მა ტანსაცმლის ახალ ქართულ ბრენდთან, Reckless – თან კოლაბორაციით შექმნა. MRKT – ისთვის ეს თანამშრომლობა სიმბოლურია, რადგან კომპანიაში იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომლითაც „რექლესი“ მოდის ინდუსტრიაში გამოჩნდა.  2020 წლის აგვისტოში, ტანსაცმლის ბრენდი გაყიდვაში ჩაეშვა მისიით – გახდეს მოზარდების, ყველაზე გახსნილი და პროგრესული თაობის კომუნა, სადაც ინდივიდები შეძლებენ გაერთიანებას და თავიანთი სოციალური კუთვნილების გაძლიერებას. ბრენდის მიზანია, სხვადასხვა ინტერესისა  და გატაცების, სხვადასხვა ღირებულებისა და ფასეულობის მქონე ახალგაზრდების თავშეყრა.

Reckless ეძღვნება ახალგაზრდებს, მათ მისწრაფებებს, თვითგამოხატულებას და რაც ყველაზე მთავარია – თავისუფლებას, რომლისთვისაც ყოველთვის ღირს ბრძოლა. სწორედ ეს იდეური და ღირებულებითი თანხვედრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც MRKT-სა და Reckless-ის კოლაბორაციით შექმნილ კაფსულა კოლექციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქართველი მომხმარებლისათვის. აღსანიშნავია, რომ MRKT-ს და Reckless-ის კოლაბორაცია კიდევ ერთი სასიამოვნო ამბით დაიწყო. კაფსულა კოლექციის ფარგლებში, ამოქმედდა “Giveaway” -ს ინოვაციური ფუნქცია. აქციის ფარგლებში, პირველი 3 დღის განმავლობაში, ყოველდღე, კოლექციიდან ერთი ნივთი ჩუქდებოდა.

უნდა აღინიშნოს ის განსაკუთრებული გარემოებაც, რომ MRKT ამერიკული კომპანიის შვილობილი აპლიკაციაა, აქედან გამომდინარე, საქართველოში დაფუძნებული სამუშაო გუნდი ახალგაზრდა ქართული ბრენდების ხელშეწყობას და მათ შესახებ ცნობადობის ამაღლებას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გეგმავს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან:

Android / iOS