იტალიის მოდის დედაქალაქი, მილანი 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე დატვირთული იყო დებიუტებით. ახალგაზრდა დიზაინერების პირველი კოლექციების ჩვენებები შედგა ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: Moschino, Tod’s და Blumarine.
იანვარში ცნობილი გახდა, რომ მოსკინოს არგენტინელი დიზაინერი Adrian Appiolaza უხელმძღვანელებს. ადრიანის პორტფოლიო შთამბეჭდავიდა, ის მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chloé, Louis Vuitton და Loewe. უდავოა, რომ არგენტინელი საკმარისად გამოცდილია საიმისოდ, რომ ეს ბევრისთვის საყვარელი იტალიური მოდის სახლი განავითაროს, თუმცა, დროის მოკლე მონაკვეთის გათვალისწინებით, რაც ადრიანს ბრენდში კოლექციის შესაქმნელად ჰქონდა, 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე მის მიმართ დიდი მოლოდინი არ არსებობდა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ, მილანის მოდის კვირეულზე ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, Moschino ახლადანიშნულმა კრეატიულმა დირექტორმა გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა.
Moschino -ს შემდეგ, ახლადანიშნული კრეატიული დირექტორების სადებიუტო კოლექციების ჩვენებები გაიმართა Tod’s -სა და Blumarine -შიც. აღსანიშნავია, რომ ”ბლუმარინეს” ახალი კრეატიული დირექტორი, რომელმაც ბრენდში თავისი პირველი კოლექცია რამდენიმე საათის წინ წარადგინა, იტალიელი დიზაინერი უოლტერ კიაპონია, რომელიც წარსულში შემოქმედებითად Tod’s-ს ხელმძღვანელობდა.
კიაპონმა მოდის ინდუსტრიაში კარიერა 1990-იან წლებში, European Institute of Design-ში სწავლის დამთავრების შემდეგ ალესანდრო დელ’აკვასთან დაიწყო. სანამ 2019 წლის ოქტომბრში Tod’s-ის გუნდს შეუერთდებოდა, მას ასევე უთანამშრომლია: Givenchy-ს, Valentino-ს, Gucci-ს, Miu Miu-ს და Bottega Veneta-ს მოდის სახლებთან.
იხილეთ მისი პირველი კოლექცია Blumarine -ს მოდის სახლისთვის:
რაც შეეხება Tod’s, ამ იტალიურმა ბრენდმაც არჩევანი საკმაოდ გამოცდილ იტალიელ დიზაინერზე შეარჩია. Matteo Tamburini მოდაში ადრეული 2000-იანი წლებიდან მუშაობს, ახალი თანამდებობის დაკავებამდე, იგი Bottega Veneta-ში მუშაობდა. „მატეო ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანია. მისი ხედვა მაღალი ხარისხისა და იტალიური ცხოვრების წესის შესახებ აუცილებლად მოუტანს დამატებით ღირებულებას ჩვენს ბრენდს.“ – თქვა დიეგო დელა ვალემ, Tod’s Group-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.