იტალიელი დიზაინერი დავიდე რენე, რომელიც Moschino-ს შემოქმედებით დირექტორად ოქტომბერში დასახელდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო და მოულოდნელ სიახლეს ბრენდის ოფიციალური გვერდები ავრცელებენ.

რენე ორი ათწლეულის განმავლობაში Gucci-ის ქალის ხაზის უფროსი დიზაინერი იყო, რაც შემოქმედებითი ხელმძღვანელის შემდეგ, მოდის სახლში ყველაზე მაღალი პოზიციაა. რაც შეეხება მოსკინოს, მან ბრენდში ოფიციალურად მოღვაწეობა 2023 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო. Moschino-ში მისი პირველი ნამუშევარი 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია უნდა ყოფილიყო, რომლის ჩვენებაც მომავალი წლის თებერვალში იგეგმებოდა.

ბრენდის განცხადებიდან გარდაცვალების მიზეზი უცნობია.