თუ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში იუმორს ვეძებთ, აუცილებლად Moschino-ს კოლექციებს უნდა გადავხედოთ. მხოლოდ იუმორით შეიძლება აიხსნას ის, რომ ცნობილი მოდის სახლი რამდენიმე ასეულ დოლარად ჰყიდის ჩანთებს, რომლებიც ბაგეტისა და კრუასანის იმიტაციაა.
მხარზე გადასაკიდებელი პატარა ჩანთები და კლაჩები ფრანგული საკონდიტროს მადისაღმძვრელ ესთეტიკას თქვენს გარდერობს სულ რაღაც 921 დოლარად შემატებს. განსხვავებული ფასის მოდელები სხვადასხვა მასალისაგან არის დამზაებული – კოლექცია აერთიანებს როგორც ნატურალური ტყავის, ასევე ხელოვნური მასალის ჩანთებს.

მართალია კოლექციის ინტერნეტში გავრცელებამ სახალისო რეაქციები გამოიწვია, თუმცა, როგორც წარსულის გამოცდილება გვკარნახობს, რაც უფრო აბსურდულია ტრენდი, ის უფრო მალე ხდება პოპულარული.