როდესაც ინგლისელი მსახიობი, მია გოთი „მიუ მიუს“ პოდიუმზე ნაცრისფერი კარდიგანითა და მოუწესრიგებელი თმით გამოვიდა, ნათელი იყო, რომ მიუჩია პრადა კიდევ ერთხელ აპირებდა ძვირადღირებული მაღალი მოდის გამოწვევას. კაბები ღამის პერანგების მსგავსი, კონტრასტი სამოსის შეხამებაში, მშვიდი და დამჯდარი ფერები, თუმცა მოშიშვლებული სილუეტები – პრადას გენიალურობა სწორედ იმაშია, რომ ერთი შეხედვით მიუღებელს და არატრენდულს ყველასთვის მიმზიდველად ხდის. მიუ მიუს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ამის მორიგი დასტურია.   ჩვენება 1930-იანი წლების მოდერნისტულ შენობაში, Conseil de Surveillance-ში გაიმართა. ეს იყო შოუ, რომლითაც 2023 წლის ზამთრის მოდის კვირეულების სეზონი ოფიციალურად დაიხურა.

მიუხედავად პრადას ზოგადი ხელწერის და დიზაინ ფილოსოფიის აშკარა გამოხატულებისა, ახალი კოლექცია გამოირჩეოდა პროვოკაციული და სექსუალური ელემენტებითაც. ეს კი, განსაკუთრებით საინტერესო სანახავი იყო, იმის ფონზე, რომ გასული 4 კვირა, პოდიუმზე მეტწილად კონსერვატული სტილი დომინირებდა.

ჩვენების ჩანაწერი სრულად: