რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის სახალისოა ადრეული 2000-იანების ტრენდების თანამედროვეობაში ხილვა.  მოგვწონს თუ არა, მოდაში, ეს ხანმოკლე და საკამათო ეპოქა, 20 წლის შემდეგაც იწვევს ემოციებს. სწორედ ამით აიხსნება ისეთი ბრენდების გაზრდილი პოპულარობა, როგორებიცაა ბლუმარინე და მიუ მიუ.

Miu Miu-ს დაბალწელიანი მინი-კაბა 2022 წლის ზაფხულის კოლექციიდან, რომელიც მიუჩია პრადამ გასული წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა, ინტერნეტ-სენსაციად იქცა. ნიკოლ კიდმანი, ზენდეია, ჰანთერ შაფერი, ემა კორინი, ჰეილი ბიბერი, ლარა სტოუნი, პალომა ელსესერი – ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გასულ კვირებში მიუ მიუს ტრენდული კაბით გამოჩნდნენ.

Miu Miu გაზაფხული/ზაფხული 2022

საერთაშორისო გამოხმაურების ნაწილი

მიუ მიუს კამპანიაში, ვირუსულად გავცელებული კაბა ჰეილი ბიბერს აცვია. კამპანია გადაიღო ფოტოგრაფმა თაირონ ლებონმა, სტილზე იმუშავა ლოტა ვოლკოვამ.