“The Light We Carry” – ამ სახელწოდებით მიშელ ობამას ახალი წიგნი 15 ნოემბერს გამოვიდა. ამჟამად, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, წიგნის პრეს – ტურის ფარგლებში, შტატების გარშემო მოგზაურობს და მკითხველს საკუთარ ხედვას უზიარებს. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ახალ წიგნში, ავტორი მიშელ ობამა „გვიზიარებს თავის ჩვევებს, მეთოდებს, დამოკიდებულებებს, შეხედულებებს და ფიზიკურ ობიექტებსაც კი, რომლებსაც იგი თავად იყენებს შიშის, უიმედობის და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გადასალახად.“
წლების განმავლობაში, პირველი ლედის სტატუსი ობამას სიფრთხილისკენ უბიძგებდა. მისი სტილი გამოირჩეოდა ელეგანტური და დახვეწილი, თუმცა ამავდროულად მოზომილი და ფრთხილი სილუეტებით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე აკადემიური სტილის ჩარჩოებიდან განთავისუფლება მიშელმა ჯერ კიდევ 2018 წელს, თავისი პირველი ავტობიოგრაფიული წიგნის, “Becoming”-ის გამოშვების შემდეგ დაიწყო, მოდაში სრული დამოუკიდებლობა სწორედ ახლა გამოაცხადა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ყველა ის კოსტიუმი, რომელიც ყოფილმა პირველმა ლედიმ გასულ კვირებში მოირგო. Ganni-ს ტოტალური დენიმის ლუქიდან „ბოტეგა ვენეტამდე“, მიშელ ობამას სტილი არასდროს ყოფილა ამდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და გაბედული.
Ganni-ს დენიმი და Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელი
Roksanda x Fila -ს სპორტული ჟაკეტი და შარვალი
Marine Serre-ს ტოპი და Balmain-ის დენიმი
Stella McCartney-ის კოსტიუმი და Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელი
Palmer//Harding-ის შარვალი და ჟაკეტი Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელთან
Bottega Veneta-ს კოსტიუმი
- Givenchy-ის კოსტიუმი და შარვალი Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელთან
- Versace-ს სრული ლუქი
- Brandon Maxwell -ის კოსტიუმი და Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელი
- Balmain-ის კოსტიუმი და Christy Rilling-ის სნიკერები