მოდის კვირეულები დროსთან ერთად მეტად ექსპერიმენტული და მრავალფეროვანი ხდება, სეზონურობა კარგავს რელევანტურობას და იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიზაინერებისთვის არსებითი აღარ არის წელიწადის რომელი პერიოდასთვის ქმნიან ტანისამოსს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყველა დიდ ქალაქში და მათ შორისაა მილანიც, ვხვდებით ბრენდებს, რომლებიც ითვალისწინებენ მომხმარებლებთა მოთხოვნებს. ასე მაგალითად, შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის მუქი და ღია ყავისფერი, კარამელისფერი ტონალობები განსაკუთრებით მოთხოვნადია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცივი ამინდებისთვის განკუთვნილ პალტოებზე ვფიქრობთ.

ამ სტატიაში, გთავაზობთ 3 ბრენდს მილანის მოდის კვირეულის ახალი სეზონიდან, რომლებმაც პოდიუმზე შემოდგომის სეზონისთვის პროგნოზირებადი, თუმცა ამავდროულად გამართლებული კოლექციები წარმოადგინეს.

Max Mara შემოდგომა/ზამთარი 2023

Tod’s შემოდგომა/ზამთარი 2023

Etro შემოდგომა/ზამთარი 2023