სელინის მოდის სახლში 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება არის მთავარი მიზეზი, რატოც გადაწყდა, რომ დანიელ ლის უნდა ჩაებარებინა იტალიური მოდის ერთ-ერთი განთქმული ფუფუნების ბრენდი Bottega Veneta. რამდენადაც სელინმა დანიელის წარმატებას ხელი შეუწყო, იმდენად შექმნა პესიმისტური განწყობა, რაც იქიდან გამომდინარეობდა, რომ მოდას აღარ სჭირდება ფიბი ფაილოს კიდევ ერთი ფანი დიზაინერი. თუმცა პირველი ჩვენებაც საკმარისი იყო, რომ დანიელ ლის ძლიერი ხედვა დაგვენახა, რომელიც სულაც არ არის ფიბი ფაილოს მორგებული.

გუშინ ბრიტანელმა დიზაინერმა ბოთეგა ვენეტაში თავისი მეორე კოლექცია წარადგინა და იტალიური მოდის ახალი ვარსკვლავის სტატუსი გაიმყარა, მეტიც, დანიელი შესაძლოა იყოს 1 თვიანი მოდური მარათონის ყველაზე ამაღელვებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, რომლის ახალი აქსესუარები და ფეხსაცმელები აინტერესებს ყველას.

Bottega Veneta – 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – მილანის მოდის კვირეულის ახალი სეზონი.

Vogue

ჩვენება შავი მუხლამდე კაბით გაიხსნა, რომელზეც მოდელს ახალი სეზონის დიდი ზომის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ფეხებზე თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა. ჩვენების დასრულების შემდეგ, დიზაინერმა პრესას უთხრა, რომ ბრენდის ყველაზე საკულტო კოდების წინ წამოწევა სურდა. რა გვახსენდება პირველად, როდესაც ვფიქრობთ ბოთეგა ვენეტაზე? რა თქმა უნდა ჩანთები, ტყავი, ფეხსაცმელები. დანიელი საკმაოდ ჭკვიანია, რომ ბრენდში მუშაობა იმ პროდუქტებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით დაიწყო, რომლებიც საზოგადოების გონებაში ბოთეგა ვენეტასთან ასოცირდება.

Vogue
Vogue

დანიელის ბოტეგას განსაკუთრებულს კიდევ ერთი თავისებურება ხდის. კოლექცია ძალიან ტრენდულია, მან მოახერხა და შექმნა სეზონის “It” ჩანთა, ფეხსაცმელი, თუმცა ტანსაცმელს, რომელსაც პოდიუმზე ვხედავ, დრო და სეზონი არ გააჩნია. საწვიმარი ქურთუკები, მოკლე კაბები ოსტატური ჭრით, მამაკაცის კოსტუმები შორტებთან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, თუ მხარზე გადაკიდებული ჩანთები, ეს ის არის, რასაც ყოველთვის მოირგებ, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს და მოდურ ტენდენციებს.

Vogue
Vogue

ვიდეო: Bottega Veneta 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული