Facebook -ის მფლობელ კომპანიაში სმარტ სათვალეების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, Meta -მ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა EssilorLuxottica SA-ს ერთ-ერთი მეწილე გახდეს.
EssilorLuxottica SA ფრანგულ-იტალიური კომპანიაა, რომელიც ფლობს სათვალეების ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Ray-Ban, Oakley, Vogue Eyewear, აგრეთვე კომპანიას აქვს ლიცენზია აწარმოოს: Versace-ს, Prada-ს, Michael Kors-ის სათვალეების ხაზი და არა მხოლოდ, კომპანიის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკული ბრენდი – Supreme.
Meta, რომელსაც წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლია EssilorLuxottica SA-სთან, თავდაპირველად განიხილავს ძვირადღირებული კონგლომერატის 5%-ის წილის შეძენას, რაც დღევანდელი საბაზრო მდგომარეობით, დაახლოებით, 4,5 მილიარდი ევრო ღირს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანიებს ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.